Skip to content

დიდხა…

February 28, 2012

დიდხანს ვფიქრობდი იმაზე,თუ რა უნდა დამეწერა. ახლა, დავჯექი საწერად და მაინც არ ვიცი რა უნდა დავწერო. თუმცა არაუშავს, დავიწყებ და მერე თავისით გამოვა.
ეს ყველაფერი ზაფხულში დაიწყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ამ პროექტში მოვხვდი და რომ შემეძლო, ჩემი ქვეყნისთვის, თუნდაც მცირე, სამსახური გამეწია. თავიდანვე შევეგუე იმ აზრს, რომ ეს ყველაფერი ადვილი არ იქნებოდა. პირიქით მოსალოდნელი სირთულეები ჩემთვის გამოწვევად იქცა. თუმცა უნდა ვაღიარო, აქ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა… ქართული ენის ცოდნის დონე არ იყო ისე საგანგაშო, როგორც ის თუ რა იცოდნენ ბავშვებმა საქართველოზე.
რა იციან?
თითქმის არაფერი. არ იციან თუ რა გვილხინს, რა გვიჭირს, რა გვტკივა და რა გვიხარია. არ იციან თუ ვინ შექმნა ქართული ანბანი, არ იციან რომ ძველ რომში ქართველ მეფეს, ფარსმან ქველს, ძეგლი დაუდგეს,
არ იციან რომ დიდგორის ველზე, ორმოცდათექვსმეტი ათასმა “ქრისტეს მეომარმა” თურქ-სელჩუკთა ნახევარ მილიონიანი არმია დაამარცხა, არ იციან რომ საქართველო ორ ზღვას შუა იყო გადაჭიმული, არ იციან თუ რამდენი ბრძოლა და გმირი გახდა საჭირო რომ აქამდე მოვსულიყავით. არ იციან თუ რად გვიხარია 26 მაისი, 23 ნოემბერი და რატომ გვტკივა 25 თებერვალი, 9 აპრილი და 8 აგვისტო.
აქ არ იცნობენ ქართველებს და საქართველოს…
უცნობები კი არ უყვარდებათ…
ჩვენ აქ მარტო ქართულ ენას არ ვასწავლით.
ჩვენ აქ საქართველოს “ვასწავლით”.
ვასწავლით, რათა გაიგონ: თუ რატომ ეწამა არაბი ჭაბუკი ქრისტიანობისთვის; თუ რატომ არის დავით აღმაშენებელი გელათის ზღურბლზე დაკრძალული; თუ რატომ კვეთავდნენ კლდეში ვარძიას, თუ რატომ მიიჩქაროდა ცოტნე მონღოლთა ურდოსკენ; თუ რატომ ეწამა ქეთევან დედოფალი; თუ რატომ დაუტოვა სააკაძემ შვილი შაჰ-აბასს; თუ რატომ გზავნიდა დედა ცხრა შვილს სიკვდილთან საბრძოლველად; თუ რატომ მიდიოდნენ ბიძინა და ძმები, შალვა და ელიზბარი, საკუთარი ფეხით სიკვდილთან შესახვედრად; თუ რატომ წევს სამასი ლეგენდა კრწანისის გაუმაძღარ მიწაში.
ვასწავლით, რათა გაიგონ: თუ რატომ ყვავის ჩვენში ამდენი ყაყაჩო; თუ რატომ არის ჩვენი სიმღერები ასე ხალისიანი და ასე სევდიანი; თუ რატომ არის ასე ცრემლნარევი ტატოს ლექსები და ასე ამაყნი, ფშავის მთებივით, ვაჟას ტაეპები; თუ რატომ გვაჟრჟოლებს ტანში, როცა გალაქტიონის წაკითხულ “მთაწმინდის ღამეს”, ან გონაშვილის ნამღერ “წინწყაროს” ვუსმენთ; თუ რატომ ვსვამთ ღვინოს ასე ტკბილად, დედის რძესავით და თუ რატომ ვღიღინებთ ჩვენი ისტორიის სიგრძის ოდენა მრავალჟამიერს!
ვასწავლით რათა გაგვიცნონ ჩვენ და გაიცნონ საქართველო!..
უცნობები არ უყვარდებათ…  

From → Uncategorized

8 Comments
  1. მომწონს თორნიკე, მომწონს, და მიხარია რომ ასეთ საქმეს შენისთანა ადამიანებთან ერთად ვემსახურები.

  2. cvancale permalink

    ვაააუ თორნიკე ძალიან კარგი იყო, მართლაც რომ სულით ხორცამდე შემძრა შენმა სიტყვება… არა სიტყვებმა კი არა, შენს თავს გადამხდარმა ერთმა უცნაურმა ამბავმა… მგონი, რომ ნაკლებად მოიძებნება ადამიანი რომელზედაც ეს ნაამბობი არ იმოქმედებს… მართლაც, რომ “უცნობები არ უყვარდებათ…”

  3. paolo permalink

    ძალიან საამაყო საქმეს ემსახურებით,და მე ბედნიერი ვარ თქვენნაირი ადამიანები არსებობენ….ასე გააგრზელეთ,მეამაყებით……

  4. დიდი ხნის წინ წავიკითხე ეს პოსტი და აგვფრთოვანდი.. ახლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ისევ იგივე გრდზნობა დამეუფლა.. ძალიან მაგარია თორნიკე!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: